ჩვენთან იყიდება მხოლოდ შემოწმებული, მხოლოდ ამერიკული და მხოლოდ ორიგინალი ახალი და მეორადი ტელეფონები. მობაილ ქორნერ-ში ყველა შეძენილ ტელეფონზე გაქვთ რეალური გარანტია. ყველა მეორადი ტელეფონი არის შეუკეთებელ “გაუხსნელ“ მდგოამრეობებში. ყველა ტელეფონი გაყიდვის დროს მომხმარებელთან ერთად გადის სრულ შემოწმებას და ამის შემდეგ მომხმარებელს ეძლევა სრული გარანტია. მეორადი ტელეფონები არის 10/9 – 10/9.5 კოსმეტიკური მდგომარეობით, გაუხსნელი და შეუკეთებელი. ამაზე კომპანია იღებს სრულ პასუხისმგებლობას. ჩვენი ყველა ტელეფონი არის Sim Free და მუშაობს მსოფლიოს ნებისმიერ ოპერატორზრზე! მობაილ ქორნერ - გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ორიგინალ ტელეფონებს საქართველოში ყველაზე კონკურენტულ ფასად.
დაბრუნების პოლიტიკა- გარანტიის პირობების გათვალისწინებით, ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანია პასუხისმგებლობას იღებს შეაკეთოს/შეცვალოს ტელეფონი ან დაუბრუნოს თანხა მომხმარებელს
მომხმარებლის მიერ ნივთის დისტანციური ხელშეკრულების ან სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შეძენისას, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით (ნივთის ტრანსპორტირება, დემონტაჟი და სხვა) დაუბრუნოს ნივთი "მობაილ ქორნერს", თუ ნივთის ღირებულება აღემატება 30 ლარს
საგარანტიო მომსახურება გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მომხმარებლის უფლებას, ნივთის შეძენიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში მოითხოვოს მისი უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა ან ხელშეკრულებიდან გასვლა, ფასის შემცირება, თუ საგარანტიო ვადის განმავლობაში ნივთი ნაკლის მქონე აღმოჩნდა. თუ საქონელი აღმოჩნდა ნაკლის მქონე მომხმარებლის მიერ საქონლის მფლობელობაში მიღებიდან ექვსი თვის ვადაში, მაშინ საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვაჭრეს. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.
მომხმარებელს უფლება აქვს, "მობაილ ქორნერს" მოსთხოვოს ნივთის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, ნივთის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
ნივთი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს. იმ შემთხვევაში, თუ ნივთის შეკეთებისათვის საჭიროა სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეძენა ან ნივთის გაგზავნა საზღვარგარეთ მწარმოებლის ავტორიზებულ სერვის ცენტრში, მაშინ შეკეთების ვადა შეადგენს 30 სამუშაო დღეს.
ნივთის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს "მობაილ ქორნერს" მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა ნივთის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს ნივთის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
- საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია გონივრულ ვადაში;
- "მობაილ ქორნერმა" ნივთი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
- "მობაილ ქორნერის" მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის. ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა *
იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
ა) ნივთის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;
ბ) ნივთის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;
გ) ნივთის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა.
საგარანტიო მომსახურებას ახორციელებს მობაილ ქორნერი
* თუ მობილურ ტელეფონზე, პლანშეტზე, ჩამქრალია მწარმოებლის მიერ დადგენილი რაოდენობის პიქსელი.
კონფიდენციალურობის-წინამდებარე პოლიტიკა ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით მობაილ ქორნერ-ში არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას. ეს უკანასკნელი მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც კომპანია მოიპოვებს თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში ასევე გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. პოლიტიკის მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას ჩვენი მუშაობის პრინციპებისა და თქვენი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით.
პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვის დაპირება
ჩვენ გპირდებით, რომ:
ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;
თქვენი მოთხოვნისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
მიწოდების პოლიტიკა
მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს მიწოდების სერვისით, შეკვეთის გასაფორმებლად დაგვიკავშირდით - 597 04 04 45 ნომერზე.